მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არის ოპერაციები, რომლებიც შეიძლება გადაიდოს ან არ ჩატარდეს, იმიტომ რომ ექთანი არ გვყავს” - ასოციაცია

ექთნები

ჯანდაცვის სექტორი ექთნების მწვავე დეფიციტზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ ერთი მხრივ ექთნების სიჭარბეზე, ხოლო მეორე მხრივ ექთნების დეფიციტზე, რაც სამედიცინო სერვისის ხარისხზე მოქმედებს.

საექთნო ასოციაცია "ნუმანეს” დამფუძნებელი თამარ დაუსი "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს შესაძლოა, ოპერაცია მხოლოდ იმიტომ გადაიდოს და არ ჩატარდეს, რომ ექთნის მოძიება ვერ მოხდეს. მისი თქმით, აღნიშნულ პროფესიაზე ყველაზე დიდი დაწოლა პანდემიის დროს იყო, რის შემდეგაც ექთნების უმრავლესობამ სამუშაო ადგილები დატოვა.

თამარ დაუსი ამბობს, რომ ქართველი ექთნები თავიანთი პროფესიით საზღვარგარეთ საქმდებიან, სადაც უკეთესი ანაზღაურება და სამუშაო პირობები ხვდებათ. მათ შორის, მისი თქმით, საზღვარგარეთ კარიერული განვითარების უფრო დიდი პერსპექტივაცაა.

“პაციენტის საექიმო და საექთნო მართვა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ექთანი მუდმივად არის პაციენტთან და მუდმივი შეხება აქვს მასთან. ეს არის მონიტორინგი, მონაცემთა ინტერპრეტაცია, მოვლა და ა.შ. როცა ჭარბი რაოდენობით შემოდის პაციენტი, რა თქმა უნდა, ის ასპექტები, რომელიც ექთნის გადასაფარია, შეუსრულებელი რჩება. ერთი იმიტომ რომ მე, ექთანი, ვერ ვასწრებ და მეორე - ექიმი იმიტომ რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის, მას ეს ნასწავლიც არ აქვს.

ეს არ არის პროფესია, რომელიც არის ექიმის ქვეშ, ეს არის ცალკე მდგომი გამართული პროფესია, რომელსაც თავისი მიმდინარეობა და ჩარჩოები აქვს მოქმედების. საავადმყოფოებში არის ოპერაციები, რომელიც შეიძლება გადაიდოს არ ჩატარდეს იმ დღეს იმიტომ რომ არ გვყავს ექთანი. არ არის სათანადო რაოდენობით ექთანი და შესაბამისად რაღაც სერვისი გადაიდოს.

ასევე შეიძლება ამის გამო კონკრეტულ განყოფილებაში ვეღარ შევიყვანოთ პაციენტი, იმიტომ კი არა რომ საავადმყოფოს არ უნდა პაციენტის შეყვანა, არამედ ფიზიკურად არ გვყოფნის ექთნები. ეს მკვეთრად გამოვლინდა კოვიდის დროს, ამ დროს სრული კრახი იყო და საექთნო დეპარტამენტზე დაწოლა. კოვიდის შემდგომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა პროფესია. ახალი არის ასეთი მდგომარეობა, 2 დღის განმავლობაში სამი საავადმყოფოს წარმომადგენელმა დამირეკა, რომელიც მთხოვს, რომ ექთანი შევთავაზო, მაგრამ არ არის”, - ამბობს საექთნო ასოციაცია "ნუმანეს” დამფუძნებელი თამარ დაუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები