დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის დირექტორი შალვა ცხაკაია ახალ საბაჟო კოდექსში დაგეგმილ ცვილებებს დადებითად აფასებს, თუმცა, გარკვეულ რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, რეექსპორტის ოპერაციის გაუქმება შესაძლოა გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული.
„შეიძლება ისეთ შემთხვევაში გახდეს იმპორტის გადასახადის გადახდა საჭირო, როდესაც ადრე ამის საჭროება არ იყო. აქედან გამომდინარე სიფრთხილე საჭიროა. რეალურად პროდუქტი, რომელიც რეექსპორტისთვის იყო განკუთვნილი გახდება ქართული პროდუქტი განბაჟების შემდეგ. ამის შემდეგ გავა ექსპორტზე. არის გადასახადებთან და საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებული რისკები, ვადებთან და მათ შენახვასთან დაკავშირებული რისკები“,- აცხადებს შალვა ცხაკაია.
„დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ საბაჟო ადმინისტრაცია უფრო ბიზნესზე ორიენტირებული იქნება.
„გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქართულ ბიზნესს უჭირს საბაჟოდან იმ ცნობებისა და საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიღება, რომელიც ბიზნეს ურთიერთობაში გამოადგებოდა. ამ სახის ცვლილებებს სჭირდება პირველ რიგში პოლიტიკური ნება საბაჟო ადმინისტრაციის მხრიდან. საბაჟო უნდა იყოს ხელისშემწყობი, რომ ბიზნესს ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია“,- აცხადებს შალვა ცხაკაია.

























