მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არის სურსათის კატეგორიები, რომელთა 80-90% აქციების ფარგლებში იყიდება - დისტრიბუტორი

დავით ალავიძე

ქართული სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორი დავით ალავიძე ამბობს, რომ არის სურსათის კატეგორიები, რომელთა 80-90% აქციების ფარგლებში იყიდება. მან ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.

დავით ალავიძემ ასეთი პროდუქტების მაგალითად მოიყვანა ზეთი, მარგარინი, კეტჩუპი, მაიონეზი და ა.შ.

"ბევრი საუბარი იყო, სად მიდის ეს აქციები.. იყო კითხვა - თუ არის განბაჟებული პროდუქციის ფასი 10 ლარია, თაროზე რა ფასი აქვს. უხეშად, 10-ლარიანი პროდუქცია იყიდება [აქციით] 12 ლარად, საიდანაც ნახევარი არის დისტრიბუტორის მარჟა, ნახევარი ქსელის მარჟა. პროდუქციის 80% იყიდება სააქციო ფასად, დანარჩენი 20% შეიძლება ღირდეს 16-17 ლარი, მაგრამ თუ აქცია არ არის, პროდუქტი არ იყიდება",- აღნიშნავს ის.

ცნობისთვის, დღეს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები