ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად იქცა, რომელიც საზოგადოებას ადმინისტრაციული პროცესების განვითარების სრულიად განსხვავებულ მეთოდოლოგიას, გადაწყვეტილების მიღების, მართვისა და ზედამხედველობის მექანიზმის თანამედროვე ინსტრუმენტს სთავაზობს. უამრავი ბენეფიტის მიღმა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა საზოგადოებას მოუტანა, არსებობს არაერთი რისკიც ამ ტექნოლოგიასა და კიბერთაღლითების მიერ მის გამოყენებას უკავშირდება. რა საფრთხის წინაშე დგას კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ერაში?