თბილისის მთავრობა სარეკლამო კომპანია „ალმასთან“ დადებული ხელშეკრულების გადახედვაზე მუშაობას. ამის შესახებ bm.ge-ს საკრებულოს წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად 2009 წელს მარჯვენა სანაპიროს მუნიციპალურ მიწებზე გარე რეკლამირების განთავსების ექსკლუზიური უფლება 12 წლის ვადით 2 კომპანიას გადაეცა. ეს კომპანიები იყვნენ „აუთდორი“ და „მაგისტილი“.
მისი თქმით, ორივე კომპანია დღეს „ალმას“ მფლობელობაშია, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა დაიწყო მოკვლევა, რამდენად ასრულებს ეს კომპანია გადაბარებულ ვალდებულებებს.
„კვლევის პროცესში ბევრ მნიშვნელოვან საკითხს წავაწდით, პირველი- ბიზნესის მონოპოლიის საკითხი. „ალმასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა ჩვენი მიზანი არ არის. ახლა მიმდინარეობს ანალიზი, თუ რამდენად ხდება შესრულება იმ ვალდებულებების, რომელიც ნაკისრი აქვს ხელშეკრულების მეორე მხარეს.
ერთი არის საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში, ის საფასური, რასაც ერთ კვადრატულ მეტრზე უნდა იხდიდეს კომპანია. ვვარაუდობთ, რომ ეს ფასი არის გადასახედი, რადგან დღეს ბაზარზე სხვა მოცემულობაა, შესაბამისად ვფიქრობთ, ადეკვატური იქნება ამ ფასის მინიმუმ გადახედვა.
მნიშვნელოვანია კონსტრუქციების მდგრადობაც. ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს ინფორმაცია კონსტრუქციულ მდგრადობასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს კონსტრუქციები ქალაქმშენებლობის პრინციპებთან შესაბამისობაში. ამასთან მოძველებულია და ხშირია, როცა სტიქიის გარეშეც ხდება ჩამოვარდნა დაზიანება, ეცემა მანქანებს და წარმოადგენს სერიზოულ საფრთხეს.
ჩვენ შევთავაზეთ, დაიწყოს მუნიციპალიტეტმა „ალმას“ კონსტრუქციების აღწერა/ინვენტარიზაცია. ფასის გადახედვა უნდა მოახდინოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. როგორც ვიცი, მათ უკვე მიმართა მუნიციპალიტეტმა“-აცხადებს ვახტანგ შაქარაშვილი.
შეგახსენებთ, „ალმა“ „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. მათსა და მუნიციპალიტეტს შორის 2009 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება.
"ალმას" გენერალური დირექტორი bm.ge-თან ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს მათთან ხელშეკრულება გაფრმებული არ აქვს. სხვა დეტალებზე გიორგი ტრაპაიძე კომენტარს არ აკეთებს.

























