მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არის თუ არა ბადრი ჯაფარიძე "გახარიას წერილის" შუამავალი? - ხაზარაძე პირველ კომენტარს აკეთებს

5c9366c5ce1a6
თამუნა ქემერტელიძე
21.03.19 14:23
1632
„მე და ბადრი ჯაფარიძე ვართ არამხოლოდ პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები, შესაბამისად ,შუამავლობაზე არ შეიძლება საუბარი იყოს, რადგან ჩვენ ვართ ერთი მხარე“, - ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ ვინ არის შუამავალი, რომელმაც მას  ე.წ. „გახარიას წერილი" მიუტანა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"–ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის“ ინფორმაციით, შუამავალი პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წერილი გადასცა, "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძეა.

აღნიშნული რამდენიმე დღის წინ თავად ბადრი ჯაფარიძემაც უარყო.

"ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ.

ცნობისთვის: "კურიერის" ინფორმაციითვე, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე მეზობლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბადრი ჯაფარიძეს შსს მინისტრმა წერილი მათ საერთო ავტოფარეხში გადასცა.

"კურიერი" მეორე ვერსიად საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასახელებს, რომ ადგილი, სადაც მინისტრმა წერილი ჯაფარიძეს გადასცა, მისი კაბინეტია.
"კურიერი" ამბობს, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ხაზარაძესა და მთავრობას შორის შუამავალი იყო ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს გიორგი გახარიასთან.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძეს "გახარიასგან მიღებული წერილი" ექსპერტიზაზე ლონდონში აქვს გაგზავნილი.
"კურიერი" ამბობს, რომ სავარაუდოდ ,წერილის ტექსტს მინისტრი მდივანს კარნახობდა და ტექსტი მას არ დაუწერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები