მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა დავით ხიდაშელი VTB ბანკის შესყიდვით კვლავ დაინტერესებული?

64ba44e4d9288
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.23 15:05
1102
BMG-სთან ინტერვიუში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების პროექტთან ერთად, VTB ბანკის საკითხზეც გააკეთა კომენტარი. ბიზნესმენის განმარტებით, იმის გამო, რომ ბანკი ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, მისი გაყიდვა ვერ მოხდება. ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ჯერჯერობით სიახლე არაა.

“დიდი ხანია ბანკი არის სანქცირებული და არის დიდი პროცესი უნდა მოიხსნას სანქციური სიიდან და მერე უნდა დაიწყოს ბანკმა ფუნქციონირება. ალბათ პრესიდან შეიტყობთ, თუ მოიხსნება და გაგაგებინებთ თუ რამე დაიძრება. ჯერ არაფერი ინფორმაცია არ მაქვს,”- განმარტავს დავით ხიდაშელი.

2022 წლის თებერვალში, საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, ვითიბის სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელები, ასევე ინფრასტრუქტურა და პერსონალი ბაზისბანკმა და ლიბერთი ბანკმა გადაინაწილეს. შედეგად, “ვითიბის” აქტივების მოცულობა 90%-ზე მეტად შემცირდა.

გასული წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ბანკის დარჩენილი აქტივების და ლიცენზიის შესყიდვით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იყო დაინტერესებული.

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი 2013-2022 წლების განმავლობაში რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ჰოლდინგ "სისტემას" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას Intracom Telecom-ს მართავდა.

ბანკის აქციათა 97.4%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.3%-ის მფლობელი არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები