მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ინტერესი მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია/ახლების შესყიდვაზე? - მერიის პასუხი

მეტრო
17.10.24 20:56
2612

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზებისა და ახალი ვაგონების შესყიდვით რამდენიმე კომპანიია დაინტერესებული.

საქმე ის არის, რომ მეტროს ვაგონების მოდერნიზებაზე უკვე დაიხარჯა 9,6 მლნ ლარი, თუმცა მოლოდინი არის, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ბაზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვა უნდა მოხდეს.

„ბაზრის კვლევაა გამოცხადებული, ჯერ ეს პროცედურები არ დასრულებულა. საქართველოში წარმოება არ ხდება, ეს არის საერთაშორისო კვლევა და შესაბამისად, ამას აქვს ცოტა გრძელვადიანი და ხშირ შემთხვევაში ბიუროკრატიული ბარიერები, თუმცა არა ჩვენი მხრიდან, არამედ მოთამაშეების, დიდი კომპანიების მხრიდან. ველოდებით ბაზრის კვლევის დასრულებას. ინტერესი არის, რამდენიმე კომპანია არის, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია 3-4 კომპანიაა და ველოდებით წინადადებებს“, - განუცხადა bm.ge-ის ვიქტორ წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები