მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არის თუ არა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება პოლიტიკური, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ"

5d24620d709c2
სალომე მეცხვარიშვილი
09.07.19 13:44
912
“არის თუ არა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება პოლიტიკური, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ”, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

“ბატონი მამუკა ხაზარაძე არის ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბუნებრივია, სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერი წევრი არის თავისუფალი თავის არჩევანში და თუ ის გადაწყვეტს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნას, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს სურვილი რაღაც დადებითი წვლილი შეიტანოს ამ ქვეყნის განვითარებაში. ნიშნავს თუ არა ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და რას აპირებს ის, მე ვერ გიპასუხებთ, ეს თავად ბატონ მამუკას უნდა ჰკითხოთ, თუმცა თუ მისი განზრახვა არის, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობით ხედავს, რომ ეს ქვეყანა განავითაროს; ბუნებრივია, ჩვენ აბსოლუტურად მივესალმებით მის გადაწყვეტილებას”, - აცხადებს ვეფხვაძე.

ცნობისთვის: როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

ხაზარაძის თქმით, მის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ისინი, "ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა".

მისი განცხადებითვე, მიმდინარე მოვლენები საგანგაშო სახეს იღებს, რაც ქვეყანაში ეროვნული ძალების გაერთიანებას ხდის აუცილებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები