მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ქალი ანტერპრენიორებისთვის ინვესტიციების მოზიდვა უფრო რთული? - ენჯელ ინვესტორის მოსაზრება

5c0c35f2dfc61
ელენე კვანჭილაშვილი
09.12.18 12:00
669
„არ მინდა ვთქვა, რომ არის. შეიძლება იყოს უფრო რთული“- ასე უპასუხა ბრიჯიტ ბომანმა ქალების ნარატივის შეკითხვას: არის თუ არა უფრო რთული ქალისთვის ინვესტიციების მოზიდვა და ვენჩურ კაპიტალისტთა თუ ბიზნეს-ენჯელთა სამყაროში ადგილის დამკვირდება.

ბრიჯიტ ბომანი ევროპელი ბიზნეს-ენჯელების ქსელის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც პირადად, 100-ზე მეტ კომპანიაში აქვს დაბანდებული ინვესტიცია და რომელიც ევროპის ტოპ 10 ენჯელ ინვესტორსა და ვენჩურ კაპიტალისტ ქალს შორისაა. ბრიჯიტ ბომანი დღეს ონლაინ-ენჯელ საინვესტიციო პლატფორმას, კომპანია Go Beyond -ს ხელმძღვანელობს.

"ჩემს მაგალითზე გეტყვით, ანტრეპრენერი ვარ და ჩემი ბიზნესისთვის ოთხჯერ მოვიზიდე თანხა: როდესაც შედიხარ ინვესტორებით სავსე ოთახში და როგორც წესი, შენნაირი იქ არავინ არის - ეს ცოტა შემაშფოთებელია. ამ განსხვავების გამო, ბევრი ქალი ანტრეპრენერი არც კი ცდილობს, ფული მოიზიდოს“ - ამბობს ბრიჯიტ ბომანი.
გამოცდილი ანტრეპრენერი და ენჯელ ინვესტორი ქალების ნარატივთან ინტერვიუში იმასაც განმარტავს, რომ ქალების ბიზნეს-იდეები როგორც წესი აერთიანებს ინოვაციურ ელემენტს და მომსახურების კომპონენტს, დასაქმების ელემენტი კი დამწყები ბიზნესის პოტენციურ დამფინანსებლებს თითქმის ყოველთვის აშინებთ და აფერხებთ.
„ზოგჯერ ინვესტორებს უჩნდებათ განცდა, თუ რამდენად შეიძლება ქალი მეწარმის მიერ წარმოწყებულმა ბიზნესმა მასშტაბი შეიძინოს. ამას ემატება ისიც, რომ ქალები, როგორც წესი, არასდროს ამბობენ, რომ ხვალ მათმა ბიზნესმა შეიძლება 50 მილიონს გადააჭარბოს, თუმცა თუ იტყვიან, რომ 2 მილიონს მიაღწევს, ეს უფრო ხშირად რეალურ გათვლებზეა დაფუძნებული. ამის საპირისპიროდ, კაცს შეუძლია დიდი რიცხვები ისე დაასახელოს, რომ მათ უკან რეალური გაანგარიშება საერთოდ არ იყოს. ინვესტორი კი ფიქრობს, ქალს ამბიცია აკლია და იქნებ მისი ბიზნესი მართლაც ვერ გაიზარდოს“ - განმარტავს ბრიჯიტ ბომანი.

მისთვის, როგორც მეწარმისთვის და როგორც ენჯელ ინვესტორისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორთა ეკოსისტემა დივერსიფიცირებული იყოს. "მთავარი რასაც ხაზი მინდა გავუსვა ის არის, რომ ეს ეკოსისტემა აუცილებლად დივერსიფიცირებული უნდა იყოს: ქალი და კაცი ინვესტორები, ახალგაზრდა და ზრდასრული ინვესტორები, ინვესტორები დიდი გამოცდილებით და ცოტა, მაგრამ წარმატებული გამოცდილებით. რადგან მეორე მხარეს აუცილებლად არიან განსხვავებული მოთხოვნილებების, გამოცდილებების და უნარების მქონე ანტრეპრენერები. მეორე მხრივ, ქალი ინვესტორი, ან ინვესტორი, ვისაც ინოვაცია და სერვისი წარმატებით უმართავს, უფრო ადვილად გასწევს რისკს ქალ ანტრეპრენერთან ერთად“ - ამბობს ბრიჯიტ ბომანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები