მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ქართული სატვირთო ტერმინალები მზად COVID19-ის ვაქცინის მისაღებად?

5fd78b0685705
ლიკა გურაბანიძე
14.12.20 23:20
1162

“ლასარე” მზად არის COVID19-ის ვაქცინის მისაღებად,” - ამის შესახებ საავიაციო-სატვირთო ტერმინალის “ლასარეს” უსაფრთხოების და ხარისხის მენეჯერმა თამარ ასლამაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა. როგორც ასლამაძე აღნიშნავს, კომპანიას მედიკამენტების გადაზიდვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

“ტერმინალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია. ჩვენ რამდენიმე სამაცივრე სივრცე გვაქვს. ასევე, ვაქცინის გადმოზიდვის დროს საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებას ვგეგმავთ. რაც შეეხება ტემპერატურას, რაც გამოწვევაა, ჩვენ ვაქცინის საჭირო ტემპერატურაზე შენახვა შეგვიძლია", - განაცხადა ასლამაძემ.

“ლასარეს” იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი კაკაშვილი კი, აღნიშნავს, რომ ჯერ მითითებები ზოგადია და არ არსებობს კონკრეტიკა, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის გადაზიდვა. მან პანდემიის სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა.

“რაც შეეხება პანდემიას, ქართული ბაზარი მეტწილად უცხოურ ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული. ყველაზე დიდი მოთამაშეები სწორედ ისინი არიან. შესაბამისად, ვინაიდან სამგზავრო რეისები შეიზღუდა, დარჩა მხოლოდ სატვირთო. მთელ სექტორს სამგზავრო რეისები გამოაკლდა, რაც ქართული ტვირთბრუნვის 60%-ია და ეს ტვირთები აღარ გვაქვს", - აღნიშნა გიორგი კაკაშვილმა.

“ლასარე” საავიაციო-სატვირთო ტერმინალია, რომელიც 1989 წელს დაარსდა. დღეის მდგომარეობით, კომპანიაში 167 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები