მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის, თუ არა, საფრთხის შემცველი რუსულ საწვავზე დამოკიდებულება?

5beaf00763cfe
ლევან თაღიაშვილი
14.11.18 09:02
885

9 თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 26 ათასი ტონითაა გაზრდილი, ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კი რუსეთია (იმპორტის 26%).

ამ თემასთან დაკავშირებით, BM.GE სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძეს ესაუბრა, მისი განმარტებით, არსებული შედეგი რუსული ბრენდების სიმრავლითაა გამოწვეული, გარდა ამისა, რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი მცირედით, თუმცა მაინც ძვირია რუსულ ბენზინზე, შესაბამისად მივიღეთ მსგავსი შედეგი.

„ძირითადი მიზეზი არის ეკონომიური ხასიათის. საბოლოო ჯამში, თბილისში მიღებული საწვავის თვითღირებულება ოდნავ უფრო იაფია, ვიდრე, დავუშვათ, რუმინეთიდან შემოტანილი საწვავის თვითღირებულება. კომპანია Gulf-ის უკან დგას Rosneft, რუსული სახელმწიფო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა საქართველოს ბაზარზე, ასევე Lukoil-იც, ისიც რუსული კომპანია და მათი წილიც საქართველოს ბაზარზე ძალიან დიდია. ზოგადად დამოკიდებულება საქართველოს და რუსეთს შორის, მოგეხსენებათ, არც ისე ბრწყინვალე და გადასარევია, აქედან გამომდინარე ეს ენერგეტიკული დამოკიდებულება როდის და რა საფრთხეს მოგვიტანს დროის ამბავია.“ - განაცხადა იაკობიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს თსუ-ს ბიზნესისა და ეკონომიკის დეკანს, გიორგი ღაღანიძეს. მისი თქმით, სიტუაცია ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, ნავთობის მიღება ნებისმიერი ქვეყნისგან შეგვიძლია პორტის არსებობის შემთხვევაში. ის ამბობს, რომ ენერგო სექტორში დივერსიფიკაცია აუცილებელია, თუმცა კონკრეტულად ეს ფაქტი ხიფათს არ შეიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები