მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა სწორი დრო ავტომობილის შესაძენად? - ავტოიმპორტიორი

642fa9d978ddd
ინგა მურუსიძე
07.04.23 10:40
8736
ავტოიმპორტიორი კომპანია Lion Group-ის გენერალური დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი აცხადებს, რომ დღეისთვის ბაზარზე სტაბილური ვითარებაა და ავტომობილის შესაძენად ნამდვილად კარგი დროა.

BMG-ს გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას სუხიტაშვილმა არ გამორიცხა, რომ ავტომობილები შესაძლოა მცირედ გაიფდესკიდეც.

„გარკვეული სტაბილურობის პერიოდი გვაქვს, ვინაიდან საკმაოდ უხვი მარაგია ქვეყანაში მეორადი ავტომობილების. ავტოიმპორტიორები ხშირ შემთხვევაში გაჩერებულ ბაზარზე აკეთებენ აქცენტს. ვგულისხმობ იმ ჭარბ მარაგს, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ამაზე სხვადასხვა მოვლენები მოქმედებს და ამას თავისი პასუხი აქვს, მაგრამ მიმდინარედ შეიძლება ითქვას, რომ ტერმინალები გადავსებულია მეორადი ავტომობილებით. ახლა გარკვეულწილად უძრაობის მომენტია. რეალიზაციის თვალსაზრისით მათ შორის. ამ ბაზრისთვის ეს მოვლენა დამახასიათებელია.

ტენდენცია იმისკენ არის, რომ ფასები დასტაბილურდა. შესაძლოა, დაიკლოს მცირედით, ხოლო მატების პროგნოზს არ ვაკეთებთ. შესაბამისად, თუ მომხმარებელს სურვილი და ფინანსური მდგომარეობა აქვს, სწორი დროა, რომ ავტომობილი შეიძინოს. დიდი არჩევანი შესაძლოა იმპორტიორს არ ედგეს და შეიძლება მოლაპარაკებებზე წავიდეს - ეს ბაზრის პრინციპია. სტაბილური გარემოა და შენელებული რეალიზაციები - სწორედ აქედან გამომდინარე ვაკეთებ ამ პროგნოზს“, - თქვა სუხიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები