მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არის წინაპირობა, რომ "აგარის შაქარმა" მუშაობა განაახლოს"

5addbf25551b2
მეგი კავთუაშვილი
23.04.18 15:09
1026
ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმება, რა შეიძლება გაკეთდეს „აგარის შაქრის“ ქარხნის ასამუშავებლად, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ამ კვირაში შედგება. გასული კვირის ბოლოს ქარხანაში დასაქმებულებმა აქცია თბილისში მოაწყეს. უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა ხელისუფლებას დაბა აგარის საკითხზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. მეშვიდე თვეა, კომპანია „აგარის შაქარი“ გაჩერებულია. მიზეზად იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენცია სახელდება.

„პარასკევს იყო შეხვედრა აგარის ქარხნის დამფუძნებლებთან სამინისტროს მხრიდან, ამის შესახებ ინფრმირებულნი იყვნენ აგარის ქარხნის დასაქმებულები. ჩვენ რამდენიმე დღის წინაც გვყავდა გაგზავნილი ჩვენი წარმომადგენლები მათთან. ვაცნობეთ, რომ იქნებ დალოდებოდნენ პროცესს. პარასკევს მოლაპარაკებაზე, კომპანიამ წარმოადგინა თუ რა ჭირდება იმისთვის, რომ ქარხნის მუშაობა იყოს მომგებიანი, სამინისტროც ფიქრობს რიგ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუწყოს. მოხდა ამ საკითხების გაზიარება. საბოლოო შეთანხმებისთვის დაგეგმილია შეხვედრა ამ კვირაში, შეთანხმების მერე არის დაახლოებით 2 თვემდე პერიოდი, რომელიც სჭირდება ქარხნის მომზადებას. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მუშაობის განახლება. თუ მოხდა შეთანხმება, არის წინა პირობა რომ ეს პროცესი განახლდეს“ - განუცხადა BM.GE-ს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები