მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არიზონას შტატში "მეორედ მოსვლის იმედი"იყიდება

5d3c3fbe56143
ამერიკის ხმა
27.07.19 19:20
1894
"ალკორის სიცოცხლის გახანგრძლივების ფონდი“ - ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც გარკვეულ საფასურად, მიცვალებულთა სხეულებს ხანგრძლივად ყინავს, იმ იმედით, რომ სამედიცინო ტექნოლოგიები მათ შორეულ მომავალში განკურნავს და მეორე სიცოცხლის შანსს მისცემს.

არიზონის შტატის ამ უცნაურ დაწესებულებაში 150-ზე მეტი ადამიანის სხეულია გაყინული. პაციენტებს 130 გრადუსზე ყინავენ, რაც ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ადამიანის სხეულს საუკუნეების მანძილზე შეინახავს.

როგორც “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში “ალკორის სიცოცხლის გახანგრძლივების ფონდის” დამფუნძნებელი განმარტავს, მათ მიზანს გარდაცვალების პროცესისი შეჩერება წარმოადგენს.

“ჩვენი მიზანია გადაცვალების პროცესის შეჩერება, რათა პაციენტებს მივცეთ შანსი, რომ როდესმე სრულიად ფუნქციონირებად ცხოვრებას დაუბრუნდებიან”-აცხადებს ლინდა ჩამბერლენი „ალკორის სიცოცხლის გახანგრძლივების ფონდის“ დამფუძნებელი.

"მეორედ მოსვლის იმედი" ძვირი ღირს, სხეულის გაყინვითვის საწყისი თანხა წელიწადში $80 დან- და 250 ათას დოლარამდე მერყეობს, თუმცა, აქ ყველა ხარჯი გათვალისწინებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები