მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არმანჟან ბაიტასოვი: საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან ბევრი შესაძლებლობაა

5755228325014
BM.GE
06.06.16 11:09
1470
თბილისში ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვია. როგორც მან ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყაზახი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია. მისი თქმით, ფორუმი ყაზახი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლასაც შეუწყობს ხელს.
 
"მოხარული, ვარ რომ ჩვენი იდეა რეალობად იქცა. ეს არის უნიკალური გარემო იმისთვის, რომ მოხდეს იდეების გაცვლა და ახალი კონტაქტების შეძენა. ძალიან ბევრ ყაზახ ბიზნესმენს უკვე აქვს პროექტები საქართველოში, ძალიან ბევრი პროდუქტი საქართველოდან გადის ყაზახეთში. ვთვლი, რომ რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსგავსი ტიპის ფორუმები, მით უფრო მეტად გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

ყაზახეთში ვთვლით, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ძალიან კარგია. აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა ბიზნესის გასავითარებლად. ვხედავთ შედეგს, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია საქართველომ.

ვთვლით, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. ბიზნესმენები ნახულობენ, რომ საქართველოში კარგი გარემოა, სასტუმრო სფერო განვითარებულია, ეს კი ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა არმანჟან ბაიტასოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები