ადგილობრივი მწარმოებლები ბაზარზე რუსული და ირანული არმატურის იმპორტის ზრდაზე და დემპინგურ ფასებზე მიუთითებენ. ამბობენ, რომ ისინი კონკურენციას იმპორტიორებთან ვეღარ უძლებენ და შესაძლოა საქმე ოპერირების შეჩერებამდეც მივიდეს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შესაძლო დემპინგს სწავლობს და მოკვლევის შუალედური ანგარიშის გამოსაქვეყნებლად ემზადებიან. რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივი მწარმოებლები და რა არგუმენტები აქვთ ფასთაშორის სხვაობაზე იმპორტიორებს?