მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Armenian Airlines-ი საახალწლო პერიოდში ერევანი-ბათუმის მიმართულებით ფრენას გეგმავს

Armenian Airlines

სომხური ავიახაზები Armenian Airlines-ი საახალწლო პერიოდში ერევანი-ბათუმის მიმართულებით ფრენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის სომხეთის ბიურომ ავიაკომპანიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ინფორმაცია bm.ge-ის დაუდასტურეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშიც, სადაც აცხადებენ, რომ უწყებაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია Armenian Airlines-ი მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან 2025 წლის 12 იანვრამდე ერევანსა და ბათუმს შორის ჯამში 12 რეგულარული ფრენის შესრულებას გეგმავს.

"განაცხადი უწყებაში შემოვიდა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და ამ ეტაპზე განხილვის სტადიაშია", - განგვიცხადეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ცნობისთვის, აღნიშნული ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზეც დაფრინავდა.

აღსანიშნავია, რომ Armenian Airlines-ი ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს ასრულებს სტამბოლის, ასევე რუსეთის რამდენიმე ქალაქის - მოსკოვის, სოჭის, ვლადიკავკაზის და სამარას მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები