მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არომატეკა" პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის

5b20e611d9130
მარიამ ადამია
13.06.18 13:34
1323
2018 წლის ბოლომდე კომპანია „არომატეკა“ ქალებისთვის თავის მოვლის საშუალებებზეც იზრუნებს – ამის შესახებ თავად კომპანიის დამფუძნებელმა, ვახტანგ ფხაკაძემ ქალების ნარატივში განაცხადა და აღნიშნა ისიც, რომ ჯერჯერობით ეძებენ ლოკაციას, სადაც განთავდება აღნიშნული სალონი.

„უცხოელი მომხმარებლები ხშირად მომართავენ, რომ "არომატეკაში“ პროდუქციის ასორტიმენტს თავის მოვლის საშუალებები დაემატოს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის, ძვირადღირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე, ცოტა მომხმარებლის არსებობის გამო ვერ ამართლებს.

საქართველოში იყო შემოსული ისეთი ბრენდი, როგორიც არის La Prairie, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მან ბაზარი დატოვა, რადგან მასზე არ იყო მოთხოვნა. ეს ერთი მხრივ იმიტომ, რომ პროდუქცია ძვირადღირებულია, ხოლო მეორე მხრივ, ქალბატონების უმეტესობა პრივილეგიას მაინც ცნობილ ბრენდებს ანიჭებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვაპირებთ ამ მიმართულებით პოზიციონირებას და ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი სიახლეების შეთავაზებას.“ – განაცხადა ვახტანგ ფხაკაძემ.

გარდა ამისა, წლის ბოლომდე კომპანია საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტს კიდევ რამდენიმე ბრენდს დაუმატებს, მათ შორის კი, იქნება „პრინცი მაჩაბელი“ და Jo Malone.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები