კომპანია „არქი“ საკუთარ მობინადრეებზე ზრუნვას აგრძელებს და ამ ზრუნვის გამოსახატად სპეციალურად მათთვის კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება გამართა. ამჯერად არქელებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურად მათთვის გამართულ ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტს დასწრებოდნენ, რომელიც ფილარმონიაში 17 დეკემბერს გაიმართა. კომპანიაში პირობას დებენ, რომ მობინადრეებზე ზრუნვა მომავალშიც არაერთი საინტერესო აქტივობით გაგრძელდება.