„არქი“, შუა აზიის უდიდეს დეველოპერ — BI Group-თან - სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს ოპერირებს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეისათვის 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი.


































