მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არქი“ და NEXT-ი Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ;

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია „არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციულ კომპლექსს ააშენებენ. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენა რამდენიმე წუთის წინ შედგა.პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე. კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები