მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი ჯგუფი" ბათუმში Ramada Encore-ის პროექტს ავითარებს

არქი ბათუმი

“არქი ჯგუფი” ბათუმში Ramada Encore-ის აპარტოტელის პროექტს ავითარებს. პროექტის შესახებ “არქი ჯგუფის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “არქი” სტუმარმასპინძლობის სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და ქობულეთსა და სიონში სასტუმროების მშენებლობას გეგმავს.

“ბათუმში დავიწყეთ ბრენდული აპარტამენტის მშენებლობა, ვინჰემის ჯგუფთან ვაკეთებთ "რამადა ენკორის" ბრენდს, გარდა ამისა ქობულეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. ბრენდთან ახლა მოლაპარაკებას ვხურავთ და ისეთი ბრენდის შემოყვანა გვინდა ქვეყანაში, რომელიც საქართველოში არ არის და საერთაშორისოდ ძალიან ცნობილია. დავხურავთ მოლაპარაკებას და განვაცხადებთ ამის შესახებ”, - განაცხადა ილია წულაიამ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში".

“არქის” ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, Ramada Encore-ის აპარტოტელის მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, ინასარიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტი გააერთიანებს რესტორანს, ბარს, სამორინეს, სავარჯიშო დარბაზს, აუზსა და ლაუნჯს. ნაბეგობა 30 სართულისგან შედგება.

"არქი რამადა ბათუმი ევროპული სტანდარტის მულტიფუნქციური აპარტოტელია, რომლის პარტნიორი Ramada Encore by Wyndham-ია, მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდი. არქი რამადა ბათუმი გამორჩეულია, როგორც სამშენებლო მასალებითა და ინფრასტრუქტურით, ასევე სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისებით. აპარტოტელში დაგხვდებათ საცურაო აუზი, სპა ზონა, სამორინე, რესტორანი, ბარი, ლაუნჯი, საბავშვო სივრცე, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზი.

30-სართულიან აპარტოტელში ბინები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. არქი რამადა ბათუმში ბინის შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა, ვინაიდან კომპანია ბინის გაქირავების სრულ მომსახურებას უზრუნველყოფს. არქი რამადა ბათუმი საუკეთესო ადგილას, ახალ ბულვართან მდებარეობს. აპარტამენტების აივნებიდან ზღვის პანორამული ხედები იშლება. აპარტოტელში ყველანაირი პირობაა შექმნილი იდეალური დასვენებისთვის და მთელი წლის განმავლობაში ბინის მფლობელებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა", - აღნიშნულია "არქის" ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები