მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არქი" მშენებლობის ყოველ 10 კვ.მ.-ზე ერთ ხეს დარგავს

5c21e928a44d8
BM.GE
25.12.18 12:22
746
“არქის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიამ ახალი კამპანია დაიწყო, სახელწოდებით - არქელები ზრუნავენ.
მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში ორი ძირითადი მიმართულებაა - გამწვანება და ქველმოქმედება.

“ჩვენ, უკვე დავრგეთ 3500-ზე მეტი ხის ძირი. ახალი კონცეფციის თანახმად ამიერიდან მშენებლობის ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე 1 ხის ძირი დაირგვება ჩვენს მიერ. არქის ყველა პროექტში, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული რეკრეაციული ზონა და კეთილმოწყობილი ეზოები სათამაშო მოედნებით. წელს არაერთი გამწვანების ღონისძიება გავმართეთ ჩვენი “არქელების” მონაწილეობით.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის ქველმოქმედება, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბავშვებზე. ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა გვაქვს უკვე განხორციელებული. ახლა ვნახეთ ჩვენი წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიების სიუჟეტი, რომლის ფარგლებშიც არქელების გუნდი ვესტუმრეთ სამტრედიის 1200 სოციალურად დაუცველ ოჯახს და მათ ბავშვებს და გადავეცით საკვები პროდუქტები და საახალწლო ნუგბარი”,- აცხადებს ელენე ბარათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები