მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქი ნიუ-იორკში „თბილისობაზე“ ქართულ დიასპორას შეხვდა

8 ნოემბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ქონი-აილენდზე, „თბილისობა“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი არქი, საქართველოს #1 დეველოპერი იყო. ღონისძიება აშშ-ში უკვე 10 წელია ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქართული კულტურული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს. მისი ორგანიზატორია ამერიკაში დაფუძნებული ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“. „თბილისობა“ აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც თანამემამულეებს აერთიანებს და მათ ქართულ ტრადიციებთან სიახლოვის შესაძლებლობას აძლევს. წელს ღონისძიებას არქის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. კომპანიის გუნდი ნიუ-იორკში სპეციალურად გაემგზავრა და თბილისობის ფარგლებში ქართულ დიასპორას შეხვდა. შეხვედრისას ემიგრანტებს არქის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საქართველოში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობები და სპეციალური შეთავაზებები გააცნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები