დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარული საცხოვრებელი კომპლექს „არქი რივერთაუნის“ პრეზენტაცია გამართა. კომპლექსი პრესტიჟულ უბან დიღომი 8-სთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ შენდება, სადაც გამორჩეულ და მრავალფუნქციურ გარემოს შექმნის. კომპლექსის პრეზენტაციაზე არქის გენერალურმა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას ლიუ ჰონგუი გააცნო, რომელიც კომპანიას სინგაპურიდან მშენებლობისა და ხარისხის მართვის კონსულტანტის პოზიციაზე შემოუერთდა.
ლიუ ჰონგუის სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. არქის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, ლიუ ჰონგუი კი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით არქიში ხარისხის მიმართულებით თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება უშუალოდ არქი რივერთაუნის პროექტს, კომპლექსი 5 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არქი რივერთაუნს მინიმალური განაშენიანება აქვს. კომპლექსის ძირითადში სარეკრეაციო ზონებს აერთიანებს.