მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არქი“ სასტუმრო ბიზნესს ავითარებს - სად გეგმავს კომპანია პროექტების განხორციელებას?

633aad502b88a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.10.22 21:40
2087
დეველოპერული კომპანია „არქი“ სასტუმრო ბიზნესს ავითარებს - ამ თემაზე კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია წულაიამ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„არქის“ ხელმძღვანელი ჰოსფითალითი მიმართულებით 5 პროექტს ასახელებს, რომელიც კომპანიამ უკვე აამოქმედა, ან განხორციელების პროცესშია. ბათუმი, ბაკურიანი, თბილისი - სწორედ ეს ლოკაციები შეარჩია კომპანიამ ბიზნესის ამ ხაზის განსავითარებლად.

„თბილისში უკვე მუშაობს ბრენდული სასტუმრო Ibis Red. დედაქალაქში ასევე დაახლოებით 8 თვეში 60-ნომრიანი ბრენდული სასტუმრო ამოქმედდება, რომლის განხორციელებისთვის დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიციას ვდებთ, მეორე სასტუმროს ავლაბარში „არქი ისანის“ საცხოვრებელ კომპლექსის ტერიტორიაზე ბრენდული სასტუმრო Super 8 by Wyndham-ი გაიხსნება, რომელიც 150-ნომრიანი იქნება და მასში 8 მლნ დოლარის ინვესტიციას ვდებთ.

ბაკურიანში აპარტოტელი გავხსენით და მეორე აპარტოტელის აშენებასაც ვგეგმავთ.

ამასთან, უახლოეს პერიოდში ბათუმში ახალ პროექტს ვიწყებთ. ეს იქნება აპარტამენტების პროექტი, რომელიც Ramada Residence ბრენდის იქნება.

დაგეგმილია პროექტის განხორციელება სიონში. სამუშაოები უკვე დაწყებულია, სადაც რიზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსი 15 ჰა-ზე მოეწყობა. პროექტი 2-2.5 წელში დასრულდება. ინვესტიცია 25-30 მლნ დოლარი იქნება“, - თქვა წულაიამ.

„არქის“ სასტუმრო პროექტების დეტალების შესახებ BM.GE კომპანიიდან გამოითხოვა. მათი ცნობით, კომპანია სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის დაახლოებით 95 მლნ დოლარამდე ინვესტიციას დებს. „არქიში“ დასძენენ, რომ ილია წულაიას მიერ დასახელებულ პროექტებთან ერთად კომპანია ჰოსპითალითი მიმართულებით, ქობულეთში, დამატებით მასშტაბურ პროექტზე მუშაობს, რომლის დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობენ.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დეტალები კი ასეთია:

1. აპარტოტელი ბაკურიანში: ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო ბრენდთან, თუმცა 225 აპარტამენტიანი და 65-ნომრიანი კომპლექსის მშევებლობა 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მისი დასრულება 2 წელიწადში იგეგმება. ამისთვის კი „არქი“ 15 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს და პროექტის დასრულების შემდეგ 100 ადამიანს დაასაქმებს;


2. აპარტოტელი ბათუმში: „რამადა რეზიდენსი“; 696 აპარტამენტიანი პროექტი 150 სამუშაოს შექმნის და მისი განხორციელებისთვის კომაპანი 3 წელიწადში 25 მლნ დოლარის ჩადებას გეგმავს.



3. სასტუმრო IBIS Red თბილისში გაიხსნა და სატესტო რეჟიმში მუშაობს. 129-ნომრიანი სასტუმროს მოსაწყობად 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

4. Super 8 by Wyndham სასტუმროს გახსნა ისანში „არქის“ საცხოვრებელ კომპლექსთან 2024 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. 129-ნომრიანი სასტუმროს პროექტის შესასრულებლად კომპანიას 8 მლნ დოლარს ჩადებს და 80 ადამიანს დაასაქმებს.

5. რაც შეეხება სიონში სასტუმრო კომპლექსს, რომელიც 5-ვარსკვლავიანი იქნება და „დიალოგი სიონის“ სახელით ამოქმედდება - პროექტში „არქი“ 35 მლნ დოლარს ჩადებს და 250 სამუშაო ადგილს შექმნის. სასტუმრო კომპლექსის ვადები 2.5 წელზეა გაწერილი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები