დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „არქი უნივერსი“ წარუდგინა, რომელიც თანამედროვე ადამიანის სურვილებს უპასუხებს და ყველაზე მოთხოვნად უბან საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ გარემოს შექმნის. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების საზეიმო ცერემონიალით დასრულდა. 26-სართულიანი „არქი უნივერსი“ 257 ბინას აერთიანებს და ისეა დაპროექტებული, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. კომპლექსის ორ საცხოვრებელ ბლოკს კომერციული ფართი აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში ყველაფერია განთავსებული, რაც არქელებს კომფორტული ცხოვრებისთვის დასჭირდებათ და დროს დაუზოგავს: ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, მასშტაბური კომერციული სივრცე, რომელშიც კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი განთავსდება.