დეველოპერულმა კომპანია “არქიმ” თავის მაცხოვრებელ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილსა და ვიცე-ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყო. 14 აგვისტოს არქი ცენტრალური პარკის პროექტის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე არქელ ჩემპიონებს მადლიერების ნიშნად კომპანიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. ღონისძიებას არქის დიდი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ ერთად აღნიშნეს პარიზის ოლიმპიადაზე არქელი ჩემპიონების მიღწეული წარმატება და გამარჯვებები.