„არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციულ კომპლექსს ერთობლივად აანონსებენ. 3 ივნისს, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენაა დაგეგმილი. ადგილზე სპეციალური ღონისძიება მოეწყობა და ამავე დღეს დაიწყება წინასწარი გაყიდვები. ფაქტია ამ პროექტის ირგვლივ ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები დაპარტნიორდნენ: „არქი“ გამოირჩევა ხარისხით, ძლიერი საერთაშორისო ნდობითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით. საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია NEXT-ი სპეციალიზებულია პრემიუმ კლასის ზღვისპირა უძრავი ქონებისა და ხუთვარსკვლავიანი ბრენდირებული რეზიდენციების განვითარებაში. Swissôtel-ის ჩართულობა კი სტუმრებსა და ინვესტორებს შვეიცარიული სტანდარტის მომსახურებასა და დახვეწილ დიზაინს შესთავაზებს ქობულეთის სანაპიროზე. და რაც დაზუსტებით ვიცით, კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე. კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მისი მთავარი უპირატესობა ყველა აპარტამენტიდან ზღვის ხედებია, ხოლო კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ ინტეგრაციას ეფუძნება.


































