მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქიტექტორები სავალდებულო სერტიფიცირების ამოქმედების გადავადებას ითხოვენ

არქიტექტორთა საინიციატივო ჯგუფი 2026 წლის 20 დეკემბრიდან დაგეგმილი არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სავალდებულო სერტიფიცირების ამოქმედების გადავადებას მოითხოვს. სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხარს უჭერენ მშენებლობის უსაფრთხოებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, მოქმედი სისტემა სრულიად მოუმზადებელია. ამ დროისთვის ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი აკრედიტებული ორგანო, რომელიც სერტიფიკატების გაცემას უზრუნველყოფს. ეს ფაქტი კი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან პროექტირებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესის პარალიზებას გამოიწვევს. საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ ახალი მოთხოვნა უკვე წარდგენილ პროექტებზეც ვრცელდება. გარდა ამისა, დადგენილება არ განსაზღვრავს სერტიფიცირების საფასურის ზედა ზღვარსა და გასაჩივრების დამოუკიდებელ მექანიზმს, რაც კერძო ორგანოებთან ინტერესთა კონფლიქტის რისკს აჩენს. არქიტექტორები იურისტებთან ერთად მომზადებულ №134 დადგენილების ცვლილებების პროექტს წარადგენენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ გადაავადონ რეგულაცია, დაადგინონ ტარიფების ჭერი, მოახდინონ მოთხოვნების დიფერენცირება ობიექტების რისკის მიხედვით და უზრუნველყონ უკვე დაწყებული პროექტების დაცვა.

სტუმრები: ანი ბიბილაშვილი - არქიტექტორი, ურბანისტი

უჩა ზაქაშვილი - სამშენებლო სამართლის სპეციალისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები