თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ არქიტექტურის მიმართულებით პრობლემები არის არამხოლოდ მერიაში, არამედ სხვა უწყებებშიც, ამის გამო მნიშვნელოვანია ეს საქმიანობა სერთიფიცირებას დაექვემდებაროს.
მისივე თქმით, მერია აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტთან ერთად იმუშავებს.
"პრობლემები არქიტექტურის მიმართულებით არის არამხოლოდ მერიაში, არამედ მერიის გარეთაც. საჭიროა როგორც კვალიფიციური რევიზია, ასევე საჭიროა კვალიფიციური მომზადება როგორც პროექტის, ასევე არქიტექტურული გეგმარებითი დავალების, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმების. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ პარლამენტთან, რომ მოხდეს ცვლილებები კანონმდებლობაში, გაიწეროს პროცედურა თუ როგორ მოხდება არქიტექტორების სერთიფიცირება და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შესაძლებელი იქნება, რომ ეს საქმიანობა სერთიფიცირებას დაქვემდებაროს", - აცხადებს ხმალაძე.