მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქიტექტორების სერტიფიცირების წესი 2025 წლის 1 დეკემბრამდე გადავადდა

საქართველოს მთავრობამ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების პროცესი მესამედ, ამჯერად 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადაავადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები დამოწმებული უნდა იყოს სერტიფიცირებული არქიტექტორის/ინჟინერ-მშენებლის მიერ და ამ პროექტებზე ექსპერტიზა უნდა განახორციელოს სერტიფიცირებულმა ექსპერტმა, ხოლო მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა შეამოწმონ სერტიფიცირებულმა სპეციალისტებმა.

“ახალი წესით განისაზღვრება კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები - პროექტის დამმოწმებელი არქიტექტორის/კონსტრუქტორის კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი და შესაბამისი სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება (მათ შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტი პრაქტიკა), ხოლო არქიტექტურული/კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის კანდიდატს, რომელსაც მეტი გამოცდილება და კვალიფიკაცია ესაჭიროება - მაგისტრის დიპლომი და 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სერტიფიკატის მოქმედების ვადა იქნება 5 წელი. დადგენილების მოქმედება არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და V კლასის (ანუ განსაკუთრებული მნიშვნელობის) ობიექტებზე. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამშენებლო კომპანიებთან გამართული სამუშაო შეხვედრების პროცესში გამოხატული შენიშვნები და მოსაზრებები”-განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

რა შენიშვნები აქვს სექტორს და როგორ ფასდება მესამეჯერ გადავადებული სერტიფიცირების პროცესი?

სტუმარი: დავით აბულაძე - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები