მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, 2025 წლამდე გადავადება იგეგმება

მშენებლობა

საქართველოს პარლამენტი არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებას განიხილავს.

რეგულაციის ამოქმედებას კვლავ აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობა აფერხებს.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას და შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2024 წლის 1-ელი მარტისთვის, როდესაც რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, ბაზარზე არ იარსებებენ სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები.

კანონის პროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომლებიც დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. გადავადების შემთხვევაში, 2025 წლის 1 დეკემბრამდე დარჩება ძალაში სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის დროებითი წესი.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორების, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლების, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტების სავალდებულო სერტიფიცირება სამშენებლო კოდექსით არის გათვალისწინებული და თავდაპირველად 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები