მესამედ გადავადებული რეგულაცია. არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების პროცესი 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. მიზეზი აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობაა. matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, სერთიფიცირების პროცესის დებულება შემუშავებულია. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო სერთიფიკატს 5 წლის ვადით იმ კანდიდატებზე გასცემს, რომლებიც სასერთიფიკაციო გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ. რა იცვლება ახალი განკარგულების მიხედვით ბაზარზე მომუშავე არქიტექტორებისთვის და რა შენიშვნები აქვთ ამ მიმართულებით მომუშავე სუბიექტებს?