მესამედ გადავადებული რეგულაცია. არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების პროცესი 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. მიზეზი აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობაა. matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, სერტიფიცირების პროცესის დებულება შემუშავებულია. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო სერთიფიკატს 5 წლის ვადით იმ კანდიდატებზე გასცემს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ. არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე გვიხსნის, რომ თავად წესის მიღება დადებითი სიგნალია, თუმცა არაერთ ბუნდოვან პუნქტს შეიცავს.