"არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნულის რეგულირება უნდა მოხდეს სინქრონულად, ბიზნესის ტვირთის გათვალისწინებით.
„არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ. რა საკვირველია ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის, მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ "იმედის" ეთერში.




























