მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები და არსებობენ ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც პარტიის წევრები არიან"

5ce900787a0f2
სალომე მეცხვარიშვილი
25.05.19 12:37
2005
არსებობს რეალური ტაქსის მძღოლები და არსებობს ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიის წევრები,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსების შემთხვევაში 2 ჯგუფია, რომელტაგანაც ერთ-ერთ ჯგუფს შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი და რომლებთან მოლაპარაკების შედეგად ცვლილებები შევიდა რეგულაციებში.

„აქვე არსებობს მეორე ჯგუფი, ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიის წევრები: ლეიბორისტული პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები. მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ის ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. რაც შეეხება რეალურად ტაქსის მძღოლებს, ვისაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, ჩვენ მთელი რიგი დათმობები განვახორციელეთ, ეს არის ის, რომ მარჯვენასაჭიანებს 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა, რომ B კატეგორიაში გააგრძელონ საქმიანობა, ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები და აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და 100-მდე მძღოლმა უკვე ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ასევე, 10 ოქტომბრამდე ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება, მათაც მივეცით შესაძლებლობა ვაუჩერი მიეღოთ“,- აცხადებს კახა კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები