მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არსებობს ფართოდ გაზიარებული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით - ველდკამპი

 კასპარ ველდკამპი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და შეხვედრაზე საპასუხო ზომებს განიხილავენ.

"რასაც ვხედავთ არის ფართოდ გაზიარებული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით. ეს მიდგომები ნამდვილად წინააღმდეგობრივია იმასთან, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოველით. ვფიქრობ ქართველებზე და ვხედავ, რომ ბევრი ადამიანი იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის და ბევრი ადამიანი აფასებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს. დღეს განვიხილავთ რა შეიძლება გაკეთდეს, თუმცა ვხედავ ფართოდ გაზიარებულ შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლების მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომებს განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები