მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს ღონისძიებების კვლევის მეთოდოლოგია და უნდა დასაბუთდეს მათ რა ეკონომიკური ეფექტი მოჰყვება - ბრეგაძე „Starring Georgia“-ზე

645bd7c463917
ალა ისპირიანი
10.05.23 22:00
624
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

PMCG-ის უფროსმა კონსულტანტმა და კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა გიორგი ბრეგაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, რომ ასეთი კონცერტების ჩატარებისას ღონისძიებებიდან შემოსული თანხა უნდა გაიზომოს, რათა ვიცოდეთ, რა ეკონომიკური ეფექტი მოჰყვება მათ.

მისივე თქმით, ამის გაზომვის მეთოდოლოგია უკვე არსებობს.

„სანამ პროექტს გამოვაცხადებთ მნიშვნელოვანია ვთქვათ რა მიზანს ემსახურება ეს ღონისძიება. როდესაც გადასახადის გადამხდელის ფული იხარჯება მნიშვნელოვანია დასაბუთება ღონისძიებებს რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მოჰყვეს.

უკვე არსებობს ღონისძიებების კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს იმ ვიზიტორების შეფასებას, რომელიც კონკრეტულად ამ ღონისძიებამ მოიზიდა. მაგალითად, ვთქვათ ჩამოვიდა გერმანელი, რომელიც ისედაც აპირებდა ჩამოსვლას, შემთხვევით ისარგებლა და ამ ღონისძიებაზე მივიდა - მეთოდოლოგია ცხადად გვეუბნება, რომ ის ამ კონცერტს არ ჩამოუყვანია.

მნიშვნელოვანია თითოეული ღონისძიებიდან შემოსული თანხა გაიზომოს - ეს მოიცავს ქვეყანაში შემოსვლას, გადაადგილებებს, მთლიან ვიზიტის ფარგლებში დახარჯულ თანხას. ამას ემატება არაპირდაპირი ეფექტი და საბოლოოდ ფასდება ღონისძიებამ რა დადებითი ეფექტი მოახდინა", - განაცხადა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები