მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს ინიციატივა, რომ ქართულ გასტრონომიაში “ღვინის გზის” მსგავსი პროექტი გაკეთდეს - რას ითვალისწინებს იდეა?

გასტრონომია

არსებობს ინიციატივა, რომ გაკეთდეს ღვინის გზის მსგავსი პროექტი, გასტრონომიაში. როგორც გასტროტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ განაცხადა, იდეა ნედლია და მასზე ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს.

“ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს ინიციატივა, რომ გაკეთდეს საოჯახო რესტორნები, ამ პროექტში ვართ ჩართულები. ჯერ სამუშაო პროცესია, თუმცა გეტყვით, რომ იყო იდეა, რომ წავსულიყავით რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და მათი მაგალითი აგვეღო. თუ პროექტი განხორციელდება, ძალიან კარგი იქნება, გასტროტურიზმის დარგის განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩემი იდეა იყო, რომ ამ საოჯახო რესტორნებს იმ შემთხვევაში მიენიჭოს გასტრონომიული გზის ნიშანი, თუ ისინი 3-5 კილომეტრის რადიუსში იყიდიან ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს. ვფიქრობ, ეს განავითარებს ადგილობრივ წარმოებას და სოფლის მეურნეობას.

პროექტი გულისხმობს გრანტის გამოყოფასაც. ჯერჯერობით იდეაა და ჯერჯერობით თარიღებზე საუბარი მიჭირს, თუმცა იმედი მაქვს, იდეა 2024 წელს განხორციელდება”, - განაცხადა კვიჭიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები