მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს საფრთხე, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები გაფუჭდეს - ივანე ჩხაიძე

6206183e972fc
ინგა მურუსიძე
11.02.22 12:12
853
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელ, ივანე ჩხაიძის განცხდებით, არსებობს საფრთხე, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეული დოზები გაფუჭდეს.

საქმე ის არის, რომ გარკვეულ დოზებს ვადა მარტამდე აქვს, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი არც ისე მაღალია. ყოველდღიურად საშუალოდ 4 ათასამდე აცრა ტარდება.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ვაქცინები გაფუჭდეს, ივანე ჩხაიძე პასუხობს: „რა თქმა უნდა, ამის საფრთხე და რისკი არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააქტიურდება ვაქცინაციის პროცესი იმუნიზაციის საბჭოს ახალი გეგმის მიღების შემდეგ. შესაძლებელია ეს პროცესი მეტად აქტიური გახდეს. თუ მოვახერხებთ, რომ მინიმუმ 10 ათასი ადამიანი იყოს ვაქცინირებული ყოველდღე, მაშინ ამის რისკი მინიმალურია. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაგრძლდება ვაქცინაციის პროცესი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები