რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე საერთაშორისო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის „BB მინუსიდან“ „BB სტაბილურამდე“ გაუმჯობესებას აფასებს.
„სარეიტინგო პროგრესს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და მათ შორისაა მასშტაბური საგზაო პროექტები. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით, 2 მლრდ ლარამდე კონტრაქტები გაფორმდა, რამაც შესაბამისი დადებითი გავლენა იქონია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი, 10 მლრდ ლარამდე თანხა გამოიყოფა. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების განვითარება. 2022-2023 წლებისათვის, ეტაპობრივად, მთელი რიგი მონაკვეთების გახსნას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტ წინაპირობას შექმნის რეიტინგის შესანარჩუნებლად და უფრო მეტიც, სამომავლო გაუმჯობესებისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

























