"არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები“-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში უმრავლესობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ეკონომიკური მოდელი უნდა შეიცვალოს ისე, რომ ეს უსამართლობა გამოირიცხოს.
"დიახ, მე ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერ დაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები და ვერ წარმოაჩინა თავისი პოტენციალი, რომელიც მას აქვს“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ საქართველოს აქვს საშუალება საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან ეკონომიკას წარმოადგენდეს.

























