მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსებული ფორმით თიზ-ები დღეს უკვე ვერ იძლევიან იმ შედეგს, რაც უნდა მოიტანოს"

5bd14e79ce358
ელენე ჩომახიძე
25.10.18 09:00
1034
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ წარმომადგენლებთან გამართა, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ როდესაც თიზ-ები და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობა შეიქმნა, მაშინ საქართველოში გაცილებით სხვა მოცემულობა იყო და ახლა ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფალი ბაზრით აპირებს განვითარებას და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ცდილობს მაქსიმალურად გაამარტივოს საგადასახადო სისტემა და ბიზნეს გარემო, თიზ-ებს განსაკუთრებული მნიშნელობა. კაკულიამ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში შესაძლოა გვქონდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალური პრობლემები და შეხვედრა სწორედ მათ მკაფიოდ დაფიქსირების მიზანს ემსახურებოდა.

„არის საგადასახადო თემები, ასევე საბაჟოსთან და ნარჩენებთან დაკავშირებული თემები, ისევე როგორც თიზ-ებში პროდუქციის შეტანა-გამოტანის მიმართულებით ხარვეზები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვცდილობთ შევიმუშავოთ საკანონმდებლო ინიციატივა და შემდეგ შესაბამის უწყებებთან ერთად გავიაროთ ეს საკითხი. ჩვენ თავდაპირველად გვქონდა დადებითი ეფექტები, თუმცა არსებული ფორმით თიზ-ები დღეს უკვე ვერ იძლევიან იმ შედეგს, რაც უნდა მოიტანოს. სწორედ ამ შეხვედრით გადავდგით ნაბიჯი იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ თიზ-ების თემას როგორ ვუდგებით, ვინარჩუნებთ მათ თუ არა და თუ კი, მაშინ რა მხარდაჭერას გაუწევს მათ სახელმწიფო.“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეხვედრაზე თიზების ხელმძღვანელებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ყველა მათგანს თითქმის იდენტური პრობლემა აწუხებს. ძირითადი აქცენტი მაინც საგადასახადო პრეფერენციებსა და პოლიტიკაზე გაკეთდა. ქუთაისის თიზის წარმომადგენლის განმარტებით, ზონაში ამჟამად ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები ფუნქციონირებენ, რადგან არსებული საგადასახადო რეჟიმის გამო ლოგიკას მოკლებულიც კი არის ადგილობრივი ბაზრისთვის მუშაობა. ევგენი ჯიხვაძის ნარატივის გაგრძელებაა ფაქტობრივად თბილისის თიზის ხელმძღვანელის განცხადებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონი უდავოდ მოძველებულია და საგადასახო კუთხით საპროცენტო განაკვეთის მოდიფიცირებას საჭიროებს.

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსა და ქართულ კომპანიას შორის ვაჭრობის დაბეგვრის ოპტიმალური ვარიანტი იქნება 4 პროცენტიანი განაკვეთის 2 პროცენტამდე დაყვანაც, თუმცა იმის შანსი, რომ შემოსავლების სამსახური ამ ინიციატივას დათანხმდება, შეხვედრაზევე აღინიშნა, რომ ძალიან დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები