მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არსებული კანონმდებლობა თიზებში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას ხელს უშლის"

598aa86836c91
BM.GE
09.08.17 10:14
931
"არსებული კანონმდებლობა თიზებში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას ხელს უშლის", - განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელმა სოსო ნიბლაძემ. მისი განცხადებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისთვის კვლავ პრობლემად რჩება ადგილობრივი ნედლეულის შეტანაზე დაწესებული 4%-იანი გადასახადი, რაც უცხოური ნედლეულის იმპორტის შემთხვევაში 0%-ია. ნიბლაძე ამბობს, რომ საკითხზე კოორდინაცია მიმდინარეობს მთავრობასთან, თუმცა ამ დრომდე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება არ მომხდარა.

"რჩება შემაფერხებელი ფაქტორები კანონმდებლობის კუთხით. მიმდინარეობს კოორდინაცია, თუმცა სულ მოლოდინის რეჟიმში ვართ რომ იქნება კონკრეტული ინიციატივები მთავრობის მხრიდან. მზაობა მთავრობისგან არის თუმცა საბოლოო ნაბიჯები არ გადადგმულა. 4%-იანი გადასახადი თიზ-ში პროდუქციის შეტანაზე შეიძლება მნიშვნელოვანი ბარიერი არაა მაგრამ ზედმეტი წნეხია კომპანიებისთვის. ჩვენ აქცენტი გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, გადასახადი ხელს უშლის რომ განვითარდეს სოფლის მეურნების პროდუქტების გადამამუშავებელი სექტორი თიზებში. როდესაც კომპანიას სურს რომ გააკეთოს გადამამუშავებელი წარმოება ქართული ნედლეულის შეტანა დამატებით 4%-ით იბეგრება და არაეფექტური ხდება", - ამბობს სოსო ნიბლაძე.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 25% ათვისებულია.

ქუთაისის თიზ-ის ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ საქართველოში ახალი თიზ-ების განვითარებასაც აფასებს და ამბობს, რომ ყველა თავისუფალ ეკონომიკურ ზონას თავისი ნიშა აქვს.

"ჩვენ ჩვენი სტარტეგია და განვითარების სამოქმედო გეგმა გვაქვს. პორტებთან არსებული თიზები ალბათ უფრო ლოგისტიკაზე იქნებიან აქცენტირებული. ჩვენ ამას ვუყურებთ ისე როგორც საქართველოს მიმართ ცნობადობის გაზრდას", - ამბობს ნიბლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები