მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არსენალი რეზიდენსი“ - მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

 „არსენალი რეზიდენსი“ - მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
27.03.24 14:08
2183

“არსენალი რეზიდენსი” - ახალი მულტიფუნქციური უბანია ავლაბარში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, არსენალის მთაზე, გიორგი გედევანიშვილის ქ. #21-ში ვითარდება.

მშენებლობა 2023 წლის იანვარში დაიწყო და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.

„არსენალი რეზიდენსი“ უნიკალურია თავისი ბუნებრივი მდებარეობით, შთამბეჭდავი ხედებით მთაწმინდაზე, ნარიყალასა და ძველ თბილისზე. პროექტი მოიცავს: 4 საცხოვრებელ ბლოკს, 170 მეტრი სიგრძის ბულვარს, საოფისე, კომერციული და გამაჯანსაღებელ სივრცეებს, 500-მდე მიწისქვეშა საპარკინგე ადგილს. მანქანებისგან თავისუფალი სივრცე დამატებით სიმყუდროვეს შეუქმნის მობინადრეებს.

პროექტი უნიკალურია არქიტექტურული ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით. იგი გამოირჩევა დაბალი განაშენიანებით, შიდა ქუჩებით, ეზოებითა და სკვერებით. ჩვენი მიზანია ძველ ისტორიულ ადგილას, ახალი, თანამედროვე და ამავდროულად თბილისური უბნისთვის დამახასიათებელი იდენტობის შენარჩუნება“ - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ლევან ქარუმიძემ.

პროექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პირველ ბლოკში ორდონიანი პარკინგის, კომერციული ფართების და 6 საცხოვრებელი სართულიდან 5 საცხოვრებელი სართულის გადახურვის ფილის მოწყობა დასრულებულია. პირველი ბლოკის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარეობს მეორე ბლოკის მშენებლობაც, რომლის საძირკვლის ჩასხმაც უკვე დასრულებულია და აქტიურ ფაზაშია პარკინგის მეორე დონის გადახურვის სამუშაოები.

„არსენალი რეზიდენსი“-ს დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია MBG, ხოლო პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს კომპანია WWW.GREA.GE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები