ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და პოპულარული კლუბი არსენალი, კიდევ ერთხელ მსოფლიო ფეხბურთის ცენტრშია. 2026 წელს ლონდონურმა გრანდმა 22-წლიანი მოლოდინის შემდეგ პრემიერ ლიგის ტიტული დაიბრუნა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ფეხბურთის ელიტაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. „მეთოფეების“ ისტორია თითქმის 140 წელს ითვლის და მოიცავს როგორც ლეგენდარულ გამარჯვებებს, ისე რთულ პერიოდებსა და დიდ გარდაქმნებს. კლუბი, რომელმაც ინგლისურ ფეხბურთში არაერთი ეპოქა შექმნა, დღეს თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა. ჰაიბერის ეპოქიდან „ემირეიტსამდე“, არსენ ვენგერის დაუმარცხებელი გუნდიდან მიკელ არტეტას თანამედროვე რევოლუციამდე - „არსენალი“ ყოველთვის ასოცირდებოდა სანახაობრივ ფეხბურთთან, განვითარებასთან და გამარჯვების კულტურასთან. როგორ შეიქმნა „არსენალი“, რა გზა გაიარა კლუბმა მსოფლიო ბრენდად ჩამოყალიბებამდე, ვინ იყვნენ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები და როგორ მოახერხა ინგლისის ჩემპიონობის დაბრუნება?


































