მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არსი” - BAG-ის ახალი წევრი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „არსი“ გახდა. კომპანია არსის ისტორია, საქართველოს ბაზარზე 35 წელს ითვლის, 1989 წელს დაარსებული კომპანიის ანგარიშზე დღემდე არაერთი წარმატებული პროექტია. ამ პერიოდის განმავლობაში „არსის“ განხორციელებული პროექტები გვხვდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

კომპანიას 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენებული და დასრულებული აქვს ჯამში 55 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო მოცულობა 275,000 კვ.მ-ია. ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა - 60 მლნ-ზე მეტია.

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

ბესიკ ორთოიძე - "არსის" გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები