“ინიციატივის სულისკვეთება გასაგებია, თუმცა ვერ წარმორმიდგენია როგორც მოხდება ამის ადმინისტირება”-ამის შესახებ სამშნებელო კომპანია “არსის” გენერალურმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ თბილისის მერის კახა კალაძის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ადამიანები ისეთ შენობებში ცხოვრობდნენ, რომელიც ექსპლოატაციაში არ იყო შესული და ეს პრობლემებს ქმნიდა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება.
როგორც სამშენებლო კომპანია „არსის" გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, ამ მიმართულებით გაკრვეული კითხვები არსებობს. მისი თქმით, მათ არ აქვთ უფლება, როცა შენობა დასრულებულია, კერძო მესაკუთრეები ბინებში არ შეუშვან, რადგან ის უკვე გადაცემულია კერძო მესაკუთრისთვის.
“რაში მდგომარეობს პრობლემა? ეს ბინები, თუნდაც ექსპლოატაციაში მიუღებელი, ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს. ის გადაცემულია კერძო საკუთრებაში და ჩვენ უკვე ამის შემდგომ არ გვაქვს შესაძლებლობა ისინი კუთვილ ბინებში არ შევუშვათ. შესაბამისად, კითხვა არის შემდეგ ვინ დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლე მაინც ცხოვრობს იმ შენობაში, რომელიც ექსპლოატაციაში არ არის მიღებული?”-ამბობს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე.
ჩვენ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასაც დავუკავშირდით, რომლის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ინიციატივა იძლევა შესაძლებლობას, რომელიც მცხოვრებლებს ექსპლოატაციაში არშესულ სახლებში მათ შესახლებას უკრძალავს. თუმცა, არ აკონკრეტებს, როგორ მოხდება ამ პროცესების ადმინისტრირება.

























